სხალთისწყლის ხეობა, რომელიც ყველაზე მეტად საყურადღებოა ამ მხარეში, ღირსშესანიშნავია განსაკუთრებით ამ ხეობის სათავეში მდებარე ხიხანის ციხით.
ხიხანის ციხე ზღვის დონიდან 2600 მეტრს სიმაღლეზეა და წარმოადგენს
განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივ კუთხით მახლობელ მთებიდან ხრამებით მოშორებულს
და მიუავლს ციხეს გარშემოვლებული აქვს ქვითკირის გალავანი, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან
ჩამოქცეულია. ალაგ-ალაგ გალავანს სარკმლები აქვს ჩატანებული. ხიხანზე სულ ოთხი სხვადასხვა დანიშნულების კოშკია. პირველი კოშკის სიმაღლე ათამდე მეტრი თუა დარჩენილი. კოშკები სანახევროდ დანგრეულია.ციხის
შიგნით ეკლესიაც ყოფილა. ციხეზე ადრინდელი მისასვლელი გზა მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთიდან ივარაუდება.
ამ ციხის აშენების დრო უცნობია, ლეგენდის მიხედვით ის თამარის
ეპოქას მიეკუთვნება.
... ხიხანის გადმოღმა , მთისუბანში ერთი მთის ძირა გვირაბია, რომელიც ადრე საიდუმლო გზა ყოფილა ხიხანიდან ზარზმამდე. ამ გზით ხიხანიდან ზარზმას დაბრძანდებოდაო თამარი სალოცავად და ღმერთთან ერისა და მამულის გადარჩენის სავედრებელადო.
ხიხანი იყო აჭარის ერისთავთ-ერისთავთა აბუსერიძეთა , უფრო გვიან ხიმშიაშვილთა საბრძანისი. 1815 წ. აქ თავი მოჰკვეთეს ოსმალებისათვის დაუმორჩილებელ ხიხანის არწივს სელიმ ხიმშიაშვილს.იმ დროისათვის ხიხანი ჯერ კიდევ აუღებელი ციხესიმაგრე იყო.