ხულოს, ისტორიული ზემო აჭარა, სამ ხეობას აერთიანებს. ხეობებს შორის გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატურ-რელიეფური პირობებით, ფლორა ფაუნით, თავის ისტორიით გამოირჩევა სხალთა-ხიხანი.
სხალთა-ხიხანის ხეობას ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან არსიანის ქედი (თურქეთი), დასავლეთიდან მდინარე აჭარისწყალი, ჩრდილოეთიდან კამანსერის (ჩაო-დიოკნისის ხეობის სხალთა-ხიხანის ხეობის გამყოფი) ქედი, სამხრეთიდან შერთულის ქედი (მარეთის ხეობა). ეს ხეობა კამანსერისა და შერთულის ქედებს შორისაა.
ხეობის მთავარი მდინარეა სხალთისწყალი, რომელიც მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადია. დ. ბაქრაძე თავის ნაშრომში "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" მოგვითხრობს: "სოფელი სხალთა უპირატესად სხალთისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს."
ამ მდინარის სათავესთან არის ხირხათის ციხე... სხალთისწყლის ხეობა უხვია მდინარეებით და შედარებით მჭიდროდაც არის დასახლებული... სხალთა საკმაოდ ლამაზია: მისი ხეობა მნიშვნელოვნად ფართოვდება მის ქვემო ნაწილში. სხალთა ხეობის ფერდობებზე დაბურულია მდიდარი ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით." დ. ბაქრაძე სახელწოდებას "სხალთას" ასე ხსნის: "აქაური მსხალი ძალზე გემრიელია და ამიტომაც დაერქვა სოფელს სხალთა."
ფურტიოს თაღოვანი ხიდი
No comments:
Post a Comment